სამწუხაროდ, არასწორი, – ასე შეაფასა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნებიდან“ გიორგი გახარიასთან ექვსი დეპუტატის წასვლის ფაქტი. მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, როდესაც არასწორად იწყებ პოლიტიკაში ნაბიჯების გადადგმას, ეს პროცესი შემდეგაც არასწორად გაგრძელდება.
„სამწუხაროა, რაც ჩვენ ვნახეთ. ეს არ იყო სწორი მოქმედება, ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის იმის გამო, რომ მანამდე არავითარი საუბარი, კონსულტაცია ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა. როდესაც არასწორად იწყებ პოლიტიკურ პროცესში ნაბიჯების გადადგმას, ეს პროცესი არასწორადაც გაგრძელდება. შესაბამისად, ყველაფერს არასწორი დასაწყისი ჰქონდა და მე მგონია, რომ გაგრძელებაც იქნება შესაბამისი. ასეთი დასაწყისით წარმატებული ვერავინ იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისათვის, 14 აპრილს „ქართული ოცნება“ ექვსმა დეპუტატმა დატოვა და გიორგი გახარიასთან ერთად ახალი პარტიის შექმნა დაანონსა.