22.11.2024

ირაკლი კობახიძე გახარიაზე – საუკეთესო შემთხვევაში მესამე ადგილზე გავა

ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის ეთერში მის მოლოდინებზე ისაუბრა, თუკი ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია თბილისის მერობის კანდიდატი იქნება. 

როგორც კობახიძემ განაცხადა, ყოფილ პრემიერი არჩევნებზე მეორე ადგილზე ვერ გავა და საუკეთესო შემთხვევაში, შესაძლოა მესამე ადგილზე გავიდეს.

“მე შემიძლია გითხრათ, რომ ის მეორე ადგილზე ვერ გავა, საუკეთესო შემთხვევაში გავა მესამე ადგილზე.

ჯერჯერობით, რაც ჩანს, ისევ აქვს ნაციონალურ მოძრაობას იმის რესურსი, რომ 20%-ის ფარგლებში აიღოს და საკმაოდ რთული იქნება მესამე კანდიდატისთვის, რომ ამ მაჩვენებელს გაადააჭარბოს.” – განაცხადა კობახიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img