25.11.2024

ირაკლი კობახიძე – გიორგი გახარიამ 17-18 თებერვალს მოიტყუა – მან საკუთარ გუნდს ზურგში დანა დაარტყა

გახარიამ 17-18 თებერვალს ფართო გაგებით მოიტყუა. მან ზურგში დანა დაარტყა საკუთარ გუნდს, – ამის შესახებ ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“გახარიამ 17-18 თებერვალს მოიტყუა, ეს ძალიან მძიმე ტყული იყო. ეს რეჟიმი გრძელდება, ამის ნიშნებს კიდევ უფრო მკვეთრად დაინახავს საზოგადოება მომავალში. 17-18 თებერვალს ფართო გაგებით მოიტყუა. მან ზურგში დანა დაარტყა საკუთარ გუნდს, რაც მძიმე ნაბიჯი იყო მისი მხრიდან”,- აღნიშნავს კობახიძე და არ აკონკრეტებს, თუ რა მოიტყუა გახარიამ 17-18 თებერვალს.

ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. მისივე განმარტებით, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img