„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არის მხოლოდ სპეკულაცია.
„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ოცნება, რომელსაც ასრულება არ უწერია“, – ასე უპასუხა კობახიძემ კითხვას, იმის შესახებ, განიხილება თუ არა შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თანამდებობიდან გადაყენება.