„ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ-ერთ თათბირზე ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარს განიხილავდა.
„ყურადღება მინდა გავამახვილო ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გუშინ ერთ-ერთ თათბირზე განხილულ იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას სიფრთხილისკენ. რადიკალებს კი მოვუწოდებთ, რომ ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის მცდელობა კანონის შესაბამისად უმკაცრესად დაისჯება“, – განაცხადა კობახიძემ “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე.