პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, კახა კალაძეს არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება არ გაუჭირდება, თუმცა მას პირადად უსამართლობის ერთგვარი განცდა მაინც აქვს.
„თბილისში მეორე ტური პირადად ჩემთვის, გულდასაწყვეტია და რჩება უსამართლობის ერთგვარი განცდა. იცით, კახი კალაძე 4 წლის განმავლობაში ემსახურებოდა ამ ქალაქს და უამრავი რამ გაკეთდა ყველა მიმართულებით. რა თქმა უნდა, კახი კალაძე არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება არ გაუჭირდება, მაგრამ თავისთავად ის, რომ მელიასნაირ ფიგურას ხმას აძლევს თბილისში ყოველი მესამე ამომრჩეველი, ეს ბუნებრივია, არის პრობლემა და ალბათ, ეს ჩვენი დანაშაულიც არის. საზოგადოებასთან მეტი მუშაობა გვჭირდება, რათა ყოველმა მესამე თბილისელმა კრიმინალს ხმა არ მისცეს“, – განაცხადა კობახიძემ „იმედის კვირასთან“ .