25.11.2024

ირაკლი კობახიძე – ივანიშვილისთვის ტრანზაქციების შეფერხებას საფუძველი არ აქვს, შანტაჟის ნიშნებია

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის ტრანზაქციების შეფერხებას ლეგიტიმური საფუძველი არ აქვს.

კობახიძე ამაში “ერთგვარ შანტაჟის ნიშნებს” ხედავს.

“აქ აშკარად ჩანს, რომ არავითარი ლეგიტიმური საფუძველი ამ შეფერხებებს არ აქვს. არის ერთგვარი შანტაჟის ნიშნები. რა დგას ამის უკან, მე არ ვიცი, მაგრამ ეს ნიშნები აშკარად არსებობს. თავისთავად ლეგიტიმური საფუძველი რომ არ აქვს ამ ქმედებებს, ამას ადასტურებს ის, რომ საბოლოო ჯამში ყველა ტრანზაქცია მაინც ხორციელდება, შეფერხებით, მაგრამ ხორციელდება”, – განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია “იმედთან”.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img