პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს პარტნიორების მხრიდან გაკეთებული “ნაჩქარევი განცხადებაა და გარკვეულ ხარვეზებს შეიცავს”.
კელი დეგნანმა 5 ივლისის მოვლენების შეფასებისას განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის როლი, ყოფილიყო სიტუაციის განმმუხტავი, პარტნიორებმა ვერ დაინახეს.
„ჩვენ სხვა ნაჩქარევი განცხადებებიც მოვისმინეთ, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჟურნალისტის დაღუპვა იყო დაკავშირებული 5 ივლისის ძალადობასთან. სამწუხაროდ, საერთაშორისო პარტნიორებიც ხანდახან აკეთებენ ხოლმე ნაჩქარევ განცხადებებს. შემდეგ გაირკვა, რომ ეს განცხადება არ იყო მართალი. ამ შემთხვევაშიც, ნუ, ცოტა, ასე ვთქვათ, გარკვეული ხარვეზები ამ განცხადებაში შეგვიძლია დავინახოთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.