ნინო ლომჯარია აჩვენებს, რატომ არ შეიძლება არცერთი თანამდებობის მიცემა ნაცმოძრაობისთვის, იმიტომ, რომ იყენებენ სიცრუისთვის, ეს არის ძალიან ნათელი მაგალითი – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
კობახიძის თქმით, სახალხო დამცველს და “ნაციონალურ მოძრაობას” ერთიდაიგივე დღის წესრიგი აქვთ.
“სახალხო დამცველს და ნაცმოძრაობის დანარჩენ წარმომადგენლებს აქვთ ერთიდაიგივე დღის წესრიგი. ერთადერთი მიზეზით უნდათ მათ სააკაშვილის რამენაირად სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. რაც შეეხება სახალხო დამცველის და სხვა ნაციონალების განზრახვას, მიზეზი არის მარტივი, მიზეზი არის, რომ სამოქალაქო საავადმყოფოსთან ბევრად მარტივია მათი გეგმების აღსრულება, რომელიც გუშინ ვიხილეთ. ეს კიდევ აჩვენებს რას, რომ ჩვენ ვსაუბრობდით მათ რევანშისტულ განზრახვებზე, რასაც არ უწერია აღსრულება. ნინო ლომჯარია აჩვენებს, რატომ არ შეიძლება არცერთი თანამდებობის მიცემა ნაცმოძრაობისთვის, იმიტომ, რომ იყენებენ სიცრუისთვის, ეს არის ძალიან ნათელი მაგალითი.” – განაცხადა კობახიძემ.