22.11.2024

ირაკლი კობახიძის პროგნოზით „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური ველიდან შესაძლოა, ახლო მომავალში „გაქრეს“

ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირების გასაღებიც და პოლიტიკის გაჯანსაღების გასაღებიც “ნაციონალური მოძრაობის” და მისი განშტოებების პრინციპულად დასუსტებაშია. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

კობახიძის პროგნოზით „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური ველიდან შესაძლოა, ახლო მომავალში „გაქრეს“. მისი განმარტებით, მმართველ ძალას შეუძლია, რომ 2024 წლამდე პრინციპულად დაასუსტოს ეს პოლიტიკური ძალა და ამ მიმართულებით პროცესებს, არჩევნების შემდეგ, სწორი ტენდენცია აქვს.

„ჩემი გადმოსახედიდან, მთავარი ფაქტორი ამ პოლარიზაციაში არის ის, რომ რიგით მეორე პოლიტიკური პარტია საქართველოში თავის დროზე სჩადიოდა უმძიმეს დანაშაულებს და მათ არანაირი რესურსი არ აქვთ, რომ იქცნენ სისტემურ მოთამაშეებად ამ პოლიტიკურ სისტემაში. ამის რესურსი არ აქვთ და სწორედ ამიტომაა, რომ მათი ყველა მედიასაშუალების მიერ ხდება სიძულვილისა და სიცრუის ყოველდღიური გენერირება. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, რთულია, რომ საზოგადოებას შეუქმნა დადებითი განწყობა პოლიტიკის მიმართ, ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტის მიმართ, იმიტომ, რომ ყველა ამის ნაწილია და ყველა ამ ქვაბშია მოხარშული საზოგადოების თვალში. დამნაშავის მხრიდან თუ აღიარება არ არის, ჩვენ ვერ ვხედავთ იმის რესურსს, რომ ისინი გახდებიან კეთილშობილი მოთამაშეები ამ პოლიტიკურ სისტემაში, ამიტომ პოლარიზაციის შემცირების გასაღებიც და პოლიტიკის გაჯანსაღების გასაღებიც არის ერთადერთ რამეში, ეს პოლიტიკური ძალა უნდა დასუსტდეს, უნდა დასუსტდეს პრინციპულად და არსებითად, საუბარია „ნაციონალურ მოძრაობაზე“ თავისი განშტოებით და აქეთკენ მივდივართ. არჩევნების შემდეგ ვხედავთ, რომ ისინი არიან მოშლილები და დასუსტებულები, სააკაშვილი – მათი ბელადი, არის ციხეში. რა თქმა უნდა, ტენდენცია და მიმართულება არის სწორი, მთავარია, რომ ჩვენ ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ. „ნაცმოძრაობის“ დასუსტებაში არის ქართული პოლიტიკისა და ქართული დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღების გასაღები, მათ შორის, ეს ტელევიზიები რომ სიცრუეს და სიძულვილს აღარ უნდა ავრცელებდეს, ამისი გასაღებიც არის „ნაცმოძრაობის დასუსტებაში“, რაც უფრო სუსტი იქნება „ნაცმოძრაობა“ მით უფრო ნაკლები იქნება სიცრუე და სიძულვილი“,- განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, იქამდე სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ ველზეა, პატარა ჯანსაღ პოლიტიკურ პარტიებს წარმატების საშუალება არ ექნებათ, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი პროპაგანდითა და ფინანსური რესურსით, მათ უკანა პლანზე სწევს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img