“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიორგი გახარიას ინდივიდუალური რეიტინგი იმაზე გაცილებით დაბალი იქნება, ვიდრე IRI-ის კვლევამ აჩვენა. მისი თქმით, გახარიას, როგორც პრემიერს, ქათული ოცნების რეიტინგი მიეხმარა.
“როდესაც კვლევა, საველე სამუშაოები ტარდებოდა, გიორგი გახარია ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი და ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი იყო. ბუნებრივია, ასეთ დროს პარტიის რეიტინგი ეხმარება პერსონალურ რეიტინგს. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით, რომ გიორგი გახარიას, როგორც პრემიერ-მინისტრს მაღალი რეიტინგი ჰქონდა, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა IRI-ის კვლევამ”, – თქვა ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსთან“.
კობახიძის ვარაუდით, როდესაც გიორგი გახარიას ინდივიდუალური რეიტინგი გაიზომება გაცილებით მცირე იქნება.
შეგახსენებთ, IRI-ის მიერ 5 აპრილს გამოქვეყნებულ კვლევაში გიორგი გახარია გამოკითხული მოსახლეობის 65%-ს მოსწონს, 30%-ს კი არ მოსწონს.
გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე მას და გუნდის დანარჩენ წევრებს განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ.
22 მარტს გიორგი გახარია მედიასთან გამოჩნდა და პოლიტიკაში დარჩენის შესახებ განაცხადა.