25.11.2024

ირაკლი მელაშვილი ოპოზიციას – საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ თქვენც თანამონაწილეები ხართ რამდენიმე საკრებულოში დატრიალებული მოვლენების

„ ოპოზიცია, ბოდიში და თქვენ მართლა ხომ არ გძმარავთ?! საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ თქვენც თანამონაწილეები ხართ რამდენიმე საკრებულოში დატრიალებული მოვლენების, იმიტომ, რომ ოპოზიციამ ამ გადაწყვეტილებით„ოცნებასთან“ ერთად 3 დეკემბრამდე გაუხანგრძლივეთ ძველ საკრებულოებს უფლებამოსილება“, – წერს თვითმმართველობის ექსპერტი ირაკლი მელაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე”.

„ოპოზიცია, ბოდიში და თქვენ მართლა ხომ არ გძმარავთ?! ცესკო-ს გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ 3 დეკემბერს ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომის დანიშვნას მხარი დაუჭირა ცესკო-ს 15 წევრიდან 14-მა. მათ შორის, თავმჯდომარის იმ ოპოზიციონერმა მოადგილემ, რომელმაც დღეს განაცხადა, ცესკომ ახალი საკრებულოების პირველი სხდომების 3 დეკემბერს ჩანიშვნით პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღოო. ამ შემთხვევაში საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ თქვენც თანამონაწილეები ხართ რამდენიმე საკრებულოში დატრიალებული მოვლენების, იმიტომ რომ ოპოზიციამ ამ გადაწყვეტილებით „ოცნებასთან“ ერთად 3 დეკემბრამდე გაუხანგრძლივეთ ძველ საკრებულოებს უფლებამოსილება. გარდა ამისა 3 დეკემბერს, თუკი პირველად შეიკრიბებოდა საკრებულო, საბიუჯეტო კოდექსის 78 მუხლის 3 და 4 პუნქტის თანახმად ის ვეღარ შეძლებდა ახალი ბიუჯეტის განხილვაში რეალურად ჩართვას, რადგანაც ვერ შეძლებდა საკუთარი შენიშვნების და წინადადებების მომზადებას და გადაგზავნას მერიისთვის. კანონის თანახმად, ამისი ვადა საკრებულოს 25 ნოემბრამდე ჰქონდა!

ამ გადაწყვეტილების მხარდაჭერით, იმ ოპოზიციურმა პარტიებმა, ვინც ხმა მისცა 3 დეკემბერს ახალი საკრებულოების პირველი სხდომის მოწვევას, ფაქტობრივად „ქართულ ოცნებასთან“ ერთად წაართვეს უფლება ახალ საკრებულოს განეხილა მუნიციპალიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტი და შეეტანა მასში ცვლილებები! აი, რა უნდა გითხრათ ახლა კაცმა? ან კანონები არ იცით არც ერთმა თქვენგანმა, ნუ ან მაშინ, თავად ხვდებით რასაც შვებით! თუ ცესკო-ს განცხადება ტყუილია, მაშინ გამოდით და თქვით! თუ არა და მაშინ რაღას ყვირიხართ, ცესკო-ში „ქართულ ოცნებასთან“ ხელჩაკიდებულებს, ერთად „გაგიჩარხავთ“ , რომ ახალ საკრებულოებს მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვაში ვერ მიეღოთ მონაწილეობა! სამარცხვინო საქციელია!” – წერს ირაკლი მელაშვილი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img