არესტოვოჩის ყველა განცხადება პოლიტიკური ავანტიურისტის განცხადებაა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, საქართველო „არესტოვიჩის პროვოკაციული განცხადებების მიხედვით ქმედებას არ აპირებს“, ტერიტორიულ მთლიანობას კი მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღადგენს და ეს არის საქართველოს საერთაშორისო ვალდებულება.
„მისი განცხადებები მიზნად ისახავს ერთადერთ რამეს, რომ რაც შეიძლება მეტი ქვეყანა რუსეთის აგრესიის დარტყმის ქვეშ მოხვდეს. მისი განცხადებები, რომ შანსი გვაქვს საომარი მოქმედებები გავშალოთ და დავუბრუნოთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, ნიშნავს, რომ ჩვენს თავზე გამოვიწვიოთ რუსეთის აგრესია. აქედან გამომდინარე, ეს არის პროვოკაციული განცხადებები,“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისათვის, არესტოვიჩის განცხადებით, საქართველოს მთავრობის პოზიციებს შეშფოთებით უყურებენ. მან იქვე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებით პირად, არაოფიციალურ პოზიციას აჟღერებს.