22.11.2024

ირაკლი ქადაგიშვილი უკრაინის სახალხო დამცველზე – საქართველო არ არის ვიღაცის ფეხების შესაწმენდი ქვეყანა

უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა უკრაინის სახალხო დამცველის საქართველოში ვიზიტზე კომენტარი გააკეთა და ლუდმილა დენისოვას მიხეილ სააკაშვილთან არშეშვებაზე განაცხადა, რომ , “საქართველო არ არის ვიღაცის ფეხების შესაწმენდი ქვეყანა”. 

უკრაინის დეპუტატი იქნება თუ სახალხო დამცველი, კეთილი უნდა ინებოს და პატივი სცეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. პოლიტიკური მიზნებისთვის ჩვენი ქვეყნის შიდა მდგომარეობა არავის ადვილად არ უნდა გამოვაყენებინოთ. მან უნდა მიმართოს სახელმწიფოს და შესაბამისი პროცედურები უნდა გაიაროს და პატივისცემა უნდა გამოხატოს საქართველოს სახელმწიფოს მიმართ”. – თქვა მან. 

უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს. ის საქართველოში გუშინ, 15 ნოემბერს ჩამოვიდა. უკრაინის სახალხო დამცველის განცხადებით, მას ციხეში მისვლა თავად მიხეილ სააკაშვილმა სთხოვა. მან იუსტიციის მინისტრს შესვლის თხოვნით გუშინვე მიმართა.

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის თქმით, “პირებს, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით არ ჰქონდათ საპატიმრო დაწესებულებაში შესვლის უფლება, უარი ეთქვათ”. 

მისივე განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობით, ციხეში უკრაინის სახალხო დამცველის შეშვების ვალდებულება არ აქვთ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img