საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ირაკლი ზარქუას თქმით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ვადების გაზრდასთან დაკავშირებულ კანონს “გავლილი აქვს ყველა ექსპერტული დასკვნა”. მისი თქმით, პრეზიდენტმა ვეტო იმიტომ გამოიყენა, რომ “ხოში” ჰქონდა.
“პრეზიდენტმა ვეტო დაადო და რა ჩაწერა, იცით? მე არ მაქვს არანაირი სამართლებრივი არგუმენტი, თუმცა, ჩემი ვეტოს მიზეზი არის პოლიტიკური. ამით ხომ ყველაფერია ნათქვამი ანუ სამართლებრივად სწორი არის, მაგრამ აი, ხოში მაქვსო და ასე პოლიტიკური ვეტო დაადო. კი ბატონო, სექტემბერში შევიკრიბებით და დაიძლევა ეს ვეტო” – განაცხადა ზარქუამ.
შეგახსენებთ, 22 ივნისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფარული საგამოძებო მოქმედებების ჩატარების ვადების გაზრდასთან დაკავშირებულ კანონს ვეტო დაადო. მისი თქმით, არ შეიძლება, “ამ დღეებში” საქართველოში მიღებული იყოს ასეთი კანონი, რომელიც კიდევ ავიწროებს ადამიანის უფლებებს.