უმრავლესობის დეპუტატი, ირაკლი ზარქუა მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას. დეპუტატი ამას ეკონომიკის გაუმჯობესების კუთხით აფასებს და ამბობს, რომ ამით “ტურიზმი წინ წაიწევს”.
“მე მგონია, პირდაპირი რეისები თუ აღდგება, რომელსაც არ დაადგა საშველი, ძალიან გაუხარდება ჩემს მოსახლეობას, ჩემს ეკონომიკას და წინ წაგვწევს. ვიღაც იტყვის, რუსეთიდან… რუსეთში ექსპორტი გადის, რა? სააკაშვილის დროსაც გადიოდა. არ ვიცი, ვინ აცხადებს, სერიოზული შედეგი მოყვება თუ არა, ისინი გადამგდებები არიან. თუ აღდგა პირდაპირი მიმოსვლა, მივესალმები, ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ეკონომიკა, ჩემი ტურიზმი წინ წაიწევს”, – თქვა ზარქუამ ტელეკომპანია “ფორმულასთან”.
ცნობისათვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთი მზადაა საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი განიხილოს.