“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 82%-ისთვის ინფორმაციის ძირითადი წყარო ქართული სატელევიზიო არხებია.
53% ინფორმაციას ფეისბუქიდან იღებს.
8% – ქართული საინფორმაციო საიტებიდან.
3% – ქართული ბეჭდური მედიიდან.
3% – რუსული ტელეარხებიდან.
3% – დასავლური საინფორმაციო ინტერნეტგვერდებიდან.
2% – დასავლური ტელემედიიდან.
4% – მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას არ ეცნობა.
ასევე, კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 97% ყველაზე ხშირად სოციალურ ქსელ Facebook-ს იყენებს.
Instagram – 25%
TikTok –13%
Twitter – 3%
Linkedin – 2%
Telegram – <1%
არც ერთს – 2%
უარი პასუხზე – <1%
კვლევა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში ჩატარდა. შერჩევა მოიცავდა ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 486 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია, გამოპასუხების მაჩვენებელი – 64%.