24.11.2024

IRI – მოსახლეობის უმრავლესობა ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად უმუშევრობას და მაღალ ფასებს ასახელებს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა უმნიშვნელოვანეს პრობლემად უმუშევრობას (40%) და მაღალ ფასებს (18%) მიიჩნევს. მეორე არჩევანად ეს პრობლემები შესაბამისად 59%-მა და 45%-მა დაასახელა.

გამოკითხულთა 8-8%-მა უმნიშვნელოვანეს პრობლემად ომი და სიღარიბე მიუთითა, 9%-მა კი – სხვა. მეორე არჩევანის შემთხვევაში, მონაცემები 16%, 20% და 18% იყო.

კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM -ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1486 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 64 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img