უკრაინაში, გასული დღის განმავლობაში, შეთანხმებული 9 ჰუმანიტარული დერეფნიდან 8 მუშაობდა, – ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, მათ შორის ერთ-ერთი საევაკუაციო დერეფნის საშუალებით ქალაქ მარიუპოლიდან მოქალაქეების გაყვანა განხორციელდა და გასული დღის განმავლობაში, მარიუპოლიდან ზაპოროჟიეში 2 000-ზე მეტი მოქალაქე გადავიდა.
ამასთან ქალაქებში, ჰოსტომელსა და ბუჩაში 36 ტონა საკვები და მედიკამენტი ჩაიტანეს.
ვერეშჩუკის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაგეგმილი დერეფანი, ხარკოვსა და ვოვჩანსკს შორის, რუსეთის საზღვართან ახლოს, რუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის გამო ვერ ამუშავდა.