23.11.2024

ირინა ვერეშჩუკი – რუსმა ოკუპანტებმა, სავარაუდოდ, 40 000-მდე უკრაინელი გაიტაცეს და რუსეთში გადაიყვანეს

უკრაინის ვიცეპრემიერი და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრი ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ რუსმა ოკუპანტებმა დაახლოებით 40 000 უკრაინელი გაიტაცეს და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთში გადაიყვანეს.

ვიცე-პრემიერის ინფორმაციით რუსეთი ქმნის ცრუ ჰუმანიტარულ დერეფნებს და ცდილობს შეადგინოს ე.წ “საევაკუაციო მარშრუტები” მოსახლეობის რუსეთის ფედერაციაში გადასაყვანად. ვერეშჩუკი აცხადებს, რომ რუსები ამ გეგმას იყენებენ მარიუპოლში.

„ოკუპანტები ცინიკურად იტაცებს ათასობით უკრაინელს ომის ზონიდან ან დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან, მიჰყავს ისინი უცხო მიმართულებით – ცრუ ჰუმანიტარული კორიდორების მიმდებარედ, რომლებსაც უკრაინასთან შეუთანხმებლად ქმნის.

მოსალოდნელია, რომ ქალაქის მოსახლეობის ძირითად ნაწილს არ სურს აგრესორის ტერიტორიაზე „თავის შეფარება“. შედეგად, რუსი სამხედროებს ძალის გამოყენებით მიჰყავთ მოქალაქეები ოკუპირებული ტერიტორიების შუაგულში ან თავად რუსეთში. ჩვენ უკვე ვსაუბრობთ ათობით ათასი უკრაინელის ამგვარ იძულებით გადასახლებაზე“, – აცხადებს ვერეშჩუკი.

ვერეშჩუკის ინფორმაციით, რუსული ძალები მსგავსი სქემით კიევის რეგიონიდან ცდილობენ ხალხი ბელარუსში ძალით გადაიყვანონ.

ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ რუსეთი არღვევს ჟენევის კონვენციას და უკრაინამ არალეგალური დერეფნების შესახებ უკვე შეატყობინა საერთაშორისო ორგანიზაციებს.

„ჩვენ მუდმივად და ხმამაღლა ვატყობინებთ საერთაშორისო საზოგადოებასა და ინსტიტუტებს, რომ აღნიშნული დერეფნები არალეგალურია და არაა ჩვენთან შეთანხმებული. განსაკუთრებით მაშინ, როცა მეორე მხარეს – ისევე როგორც დონეცკისა და ლუგანსკის სიახლოვეს, იძულებითი მიგრანტები სპეციალურ ფილტრაციის ბანაკში გადაჰყავთ, რაც არღვევს ჟენევის კონვენციას“ – აცხადებს ირინა ვერეშჩუკი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img