23.11.2024

ისევ ანტირეკორდი – კორონავირუსით ინფიცირების 24 201 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 36 პაციენტი

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 24 201 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გარდაიცავალა კიდევ 36 პაციენტი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 31 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 28.41%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 21.96% ხოლო 7 დღის მანძილზე – 24.96%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 10 732 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 020 510.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 24 201 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 11 800 შემთხვევა, აჭარა – 2 204, იმერეთი – 3 134, ქვემო ქართლი – 1 199, შიდა ქართლი – 1 461, გურია – 473, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 1 628, კახეთი – 1 059, მცხეთა-მთიანეთი – 683, სამცხე-ჯავახეთი – 471, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 89.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img