ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ორშაბათ საღამოდან დღემდე 1 000-ზე მეტი რაკეტა და საარტილერიო ჭურვი ისროლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია „ისრაელის თავდაცვის ძალებზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
„ისრაელის თავდაცვის ძალების“ პრესსპიკერის, ჰიდაი ზილბერმანის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ დასახლებული ადგილებისკენ გასროლილი რაკეტების 85-90 პროცენტი გაანეიტრალა.
ზილბერმანის ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ ისრაელმა ღაზას სექტორში იერიში „ჰამასის“ 500-მდე სამიზნეზე მიიტანა.