ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ ისრაელის კამპანია ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ მთელი ძალით გაგრძელდება.
როგორც პრემიერმა განაცხადა, ქვეყანა ამჟამად ისრაელის მოქალაქეებისთვის სიმშვიდის აღსადგენად მუშაობს, რასაც დრო დასჭირდება.
ნეთანიაჰუმ გაამართლა ღაზას სექტორის იმ შენობაზე თავდასხმა, სადაც „ესოშიეთიდ პრესის“ და „ალჯაზირას“ ბიუროები იყო განთავსებული და აღნიშნა, რომ შენობაში ასევე განთავსებული იყო პალესტინელების სადაზვერვო ოფისი.
ისრაელის პრემიერ-მინისტრს არ დაუსახელებია ვადები, თუ როდის იქნება ისრაელი მზად, რომ თავის მხრივ ბრძოლა შეაჩეროს.