დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც დაბადებულია 1980 წლამდე, ეს ვირუსი საშიშროებას არ წარმოადგენს, ისინი ვაქცინირებულები არიან ამ ვირუსის წინააღმდეგ ყვავილის ვაქცინით, – ამის შესახებ ივანე ჩხაიძემ მაიმუნის ყვავილზე საუბრისას განაცხადა. ამ თემაზე იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
ჩხეიძე აღნიშნავს, რომ მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას აზრი იმ შემთხვევაში ექნება, თუ დაავადება მეტად გავრცელდება.
„ვაქცინის შექმნას მაშინ აქვს აზრი, როდესაც ბევრი შემთხვევა გვაქვს. ვაქცინის შექმნას მაშინ აქვს აზრი, როდესაც საუბარია არა 600 და 700 შემთხვევაზე, არამედ ათობით ათასობით შემთხვევაზე. თუ ამ ვირუსმა უფრო მეტი გავრცელება მიიღო, მაშინ აზრი აქვს ვაქცინის შექმნას“, – განაცხადა ჩხაიძემ.