იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, თსსუ-ის პროფესორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, იმუნიზაციის არსებული ტემპი ქვეყანაში პანდემიის დამარცხების პერსპექტივას ძალიან გაახანგრძლივებს და ამ ციფრების შენარჩუნების შემთხვევაში, ჩვენ დაგვჭირდება მინიმუმ, 3 წელი, რომ ავცრათ მოსახლეობის 60-70%.
„ის რაც საქართველოში ხდება, როდესაც ჩვენ ყოველდღიურად გვჭირდება, მინიმუმ 5-6 ათასი ვაქცინირებული და რეალურად გვაქვს 1000-1300, ეს არის სწორედ ის, რაც ჩვენ ქვეყანაში პანდემიის დამარცხების პერსპექტივას ძალიან გაგვიხანგრძლივებს. ამ ციფრების შენარჩუნების შემთხვევაში ჩვენ დაგვჭირდება მინიმუმ, 3 წელი, რომ ავცრათ მოსახლეობის 60-70%“, – განაცხადა ჩხაიძემ “ქრონიკასთან”.