იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელის და იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს წევრის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია Sinovac-ის ავტორიზაციის ოფიციალურ დოკუმენტს, სავარაუდოდ, პარასკევს გამოაქვეყნებს.
როგორც ივანე ჩხაიძემ განმარტა, ზაფხულში დაგეგმილია საქართველოში სხვა ვაქცინების შემოტანაც.
„ზაფხულის პერიოდი არის ჩვენი მოლოდინი ვაქცინაციის მასობრივი კამპანიის დაწყების. 500 ათასი დოზა Sinopharm-ი, 43 ათასი დოზა AstraZeneca და მესამე კვარტალში მოლოდინი გვაქვს Pfizer-ის მილიონ დოზასთან დაკავშირებით. ეს უკვე ძალიან სერიოზული განაცხადია, იმისთვის რომ შეუზღუდავად მოხდეს ყველა იმ ადამიანის ვაქცინაცია, რომელსაც ეს გადაწყვეტილი აქვს. ვაქცინები გახდეს ხელმისაწვდომი, იყოს არჩევანის შესაძლებლობა, ამიტომ მომდევნო 3 თვე იქნება გადამწყვეტი იმ ბრძოლაში, რასაც საქართველო COVID-19-ის წინააღმდეგ აწარმოებს. პარასკევს იქნება ჯანმოს გადაწყვეტილება Sinovac-თან დაკავშირებით და ეს გადაწყვეტილება იქნება დადებითი“, – აღნიშნა ჩხაიძემ.