22.11.2024

ივნისიდან მელიქიშვილის გამზირი გადაიკეტება

ივნისიდან სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების გამო, მელიქიშვილის გამზირი გადაიკეტება.

თბილისის მერის თქმით, სამუშაოების მიმდინარეობისას ვარაზის ხევსა და კოსტავას ქუჩაზე სატრანსპორტო საშუალებებს მოძრაობა ორმხრივად შეეძლებათ.

რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობას, კალაძის განმარტებით, ამაზე ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს პერიოდში მიაწვდიან.

“სამუშაოების დაწყებას ვაპირებთ ივნისის დასაწყისში. მანამდე მივაწოდებთ საზოგადოებას სრულყოფილ ინფორმაციას, თუ როგორ იქნება მიმდებარე ქუჩებზე და ქალაქში გადაადგილების შესაძლებლობა. ეს კონკრეტული მონაკვეთი აუცილებლად უნდა ჩაიკეტოს იმიტომ, რომ მიწისქვეშა სამუშაოები ვაწარმოოთ დროულად. სამუშაოების პერიოდში გადაადგილება შეიზღუდება ამ ტერიტორიაზე. ვარაზის ხევსა და კოსტავას ქუჩაზე სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ორივე მიმართულებით. დეტალურ ინფორმაცია საზოგადოებას მომდევნო დღეების განმავლობაში მიეწოდება. მესმის, რომ ეს გარკვეულ პრობლემებს შექმნის გადაადგილების თვალსაზრისით ქალაქში, მაგრამ არ გვაქვს დასაკარგი დრო, გვაქვს უამრავი პრობლემა, რომელსაც მოგვარება და მოწესრიგება სჭირდება”- განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, მელიქიშვილის გამზირზე შეიცვლება საკომუნიკაციო ქსელი, მოეწყობა ახალი სანიაღვრე სისტემა, მიწისქვეშ განთავსდება საჰაერო კაბელები, ასევე, დამონტაჟდება ახალი ბოძები თანამედროვე ლედ ტიპის სანათებით. გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის ახალი საფარი, გამოიყოფა ზოლი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, მოეწყობა ახალი მოსაცდელები, ველობილიკები, დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები და გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირთათვის.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img