15.11.2024

ჯადოსნური თარიღი 22.02 2022 – რა სასწაულს უნდა ველოდოთ 22 თებერვალს?

ნუმეროლოგების თქმით, 2022 წლის 22 თებერვალი შეიძლება იყოს ჯადოსნური დღე, რომელსაც წარმატება მოაქვს. ამ დღეს ბედის კარი იხსნება და აბსოლუტურად ყველა ადამიანს აქვს შანსი მიაღწიოს წარმატებას ნებისმიერ სფეროში, იქნება ეს კარიერა, ოჯახი, სიყვარული, თუ ფული. ამ ყველაფერს კი, ხელს უწყობს 0 და 2 რიცხვების სინქრონული მონაცვლეობა.

ნუმეროლოგიაში რიცხვი 2 ნიშნავს წონასწორობის წერტილს, სიმეტრიის ღერძს, რაც ხელს უწყობს მშვიდობისა და ჰარმონიის უზრუნველყოფას. მაშასადამე, ორიანი ითვლება სიყვარულის, დიპლომატიის და ურთიერთობების სიმბოლოდ.

ნუმეროლოგების ნაწილი თვლის, რომ რადგან ამ რიცხვში 2-ების რაოდენობა ძალზე მომატებულია – 6 ცალი, ეს რიცხვი გარდაიქმნება ძალზე ძლიერ ენერგიად. ამ შემთხვევაში წარმოიქმნება ამ ენერგიის ჭარბი რაოდენობა. ამიტომ , 22 თებერვალი, უპირველეს ყოვლისა, ძალიან ხელსაყრელია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ გააჩნიათ საკმარისი ძალა, არასაკმარისი საკუთარი ენერგია.

რიცხვების ძალა:

22.02.2022 ამ თარიღს “სარკისებრ” თარიღსაც უწოდებენ. გარდა ამისა, ამ თარიღში ერთნაირი ციფრების კომბინაცია როგორც მარჯვნიდან, ასევე მარცხნიდან ერთნაირად იკითხება. ასეთ დღეებს ასევე, პალინდრომის დღეებს უწოდებენ. მსგავსი დამთხვევები იშვიათად ხდება.

სარკისებრი თარიღი კარგია მათთვის, ვინც ცხოვრების შესაცვლელად მზადაა. ამ იდუმალ დღეს უსაფრთხოდ შეგიძლიათ სამსახურში სერიოზული პროექტი აიღოთ და ახალი სასარგებლო ნაცნობები შეიძინოთ. დარწმუნებული იყავით: წარმატება ყველა საქმეში თქვენს მხარეს იქნება.

როგორ მოვიქცეთ 2022 წლის 22 თებერვალს?

ასტროლოგების რჩევა: 22 თებერვალს ადრე ადექით, დილა სასიამოვნო რიტუალებით დაიწყეთ, ივარჯიშეთ, შხაპი მიიღეთ და გემრიელი საუზმე მოამზადეთ. შემდეგ დრო გამოყავით, რომ მარტის ან მთელი წლის გეგმა დაწეროთ.

22 თებერვალს სცადეთ, იგრძნოთ, თუ რა გსურთ და რას გრძნობთ. გახსოვდეთ, რომ საკუთარ თავს უნდა გაუფრთხილდეთ. გაახარეთ საკუთარი თავი იმით, რაზეც დროის უქონლობის გამო უარს ამბობდით. დღე მაქსიმალურად სასიამოვნო და მშვიდი უნდა იყოს. ახლობლებთან კამათი არ გაბედოთ: ყველა კონფლიქტი თავიდან უნდა აიცილოთ.

თუ საყვარელ ადამიანთან ან მეგობართან ნაჩხუბარი ხართ, სარკისებრი თარიღი იდეალურია, რომ შეურიგდეთ. საკუთარ თავში ძალა იპოვეთ და პირველი ნაბიჯი გადადგით. ნახავთ, რომ თქვენი ურთიერთობა ანგელოზის ნომრის 222-ის წყალობით ახალ დონეზე გადავა.

რისი გაკეთებაა რეკომენდებული პალინდრომის თარიღზე?

– უპირველეს ყოვლისა, ვეცადოთ ვიყოთ კარგ ხასიათზე.

– ჩამოვწეოთ სურვილების სია.

– განვსაზღვროთ განვითარების მიმართულება, დავიწყოთ რაღაც ახალი.

– მოვაწესრიგოთ სახლი და აზრები, კარგი იქნება ამ დღეს მავნე ჩვევებზე უარის თქმა.

– მოვიშოროთ ძველი და გატეხილი ნივთები, ძველი ტანსაცმელი.

რა არ გააკეთოთ?

– არავის ვუსურვოთ ზიანი,
– თავიდან ავიცილოთ კონფლიქტები,
– ნუ ვიზარმაცებთ,
– ნუ ვიჭორავებთ,
– ნუ ვიყიდით ნივთებს დაუფიქრებლად
– ნუ გავკიცხავთ საკუთარ თავს მარცხისა და შეცდომების გამო.

სხვათა შორის, პალინდრომის დღეს პალინდრომის საათიც იქნება. 22:02 – სწორედ ამ დროს გვირჩევენ ასტროლოგები ჩვენი ყველაზე წარმოუდგენლად მამაცი სურვილის ჩათქმას. ასტროლოგები ამბობენ, რომ სურვილები ხელით უნდა დაიწეროს ფურცელზე, რადგან მხოლოდ ეს ვარიანტი „აფიქსირებს“ ჩვენს ოცნებებს ტვინის ნერვულ ქსელებში. იყავით გულწრფელი, რადგან 22.02.2022 სამყარო გვისმენს ისე, როგორც არასდროს, ამიტომ ოცნებები უნდა იყოს გულწრფელი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

განათლების ინოვაციები: მომავლის ფორმირება

ჩვენი დროის განათლება, როგორც არასდროს, ისე საჭიროებს ცვლილებებს. თანამედროვე სამყაროში, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი ყოველდღიურად ახალ გამოწვევებს გვთავაზობს, აუცილებელია, რომ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img