24.11.2024

ჯანდაცვის მინისტრი – საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ გაგვეახლებინა მენეჯმენტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში

საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ გაგვეახლებინა მენეჯმენტი, ახალი ხედვა და ახალი სისხლი ყოფილიყო კლინიკაში – პრობლემებია, რაც მოკლე ვადაში უნდა გამოვასწოროთ,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა რესპუბლიკურ საავადმყოფოზე საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, კლინიკაში ინფექციის კონტროლის კუთხით სხვადასხვა ღონისძიება გატარდა.

„მოგეხსენებათ პანდემიის პერიოდში გამოწვევები დაგროვდა, როგორც სხვა კლინიკებში, ასევე სახელმწიფო კლინიკაში, რესპუბლიკურშიც. საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ გაგვეახლებინა მენეჯმენტი, ახალი ხედვა და ახალი სისხლი ყოფილიყო კლინიკაში. დარწმუნებული ვარ, წარმატებით გაუძღვებიან და დავძლევთ ყველა იმ პრობლემას და გამოწვევას, რაც დაგროვდა.

პრობლემები, რა საკვირველია აუდიტის შემოწმების პროცესში გამოიკვეთა. ჩვენი რეგულირების სააგენტოც სწავლობდა. მიმდინარე პრობლემებია, რაც მოკლე ვადაში უნდა გამოვასწოროთ, მაგალითად, გასული კვირის განმავლობაში რამდენიმე დღე დაკეტილი იყო კლინიკა. ინფექციის კონტროლის კუთხით სხვადასხვა ღონისძიება გავატარეთ. სხვადასხვა ეტაპია დაგეგმილი, რომელსაც მივყვებით და გამოვასწორებთ“,- აღნიშნავს მინისტრი.

მინისტრის თქმით, კლინიკების შემოწმებისას მონიტორინგი ხდება, თუ რამდენად სწორად იხარჯება ბიუჯეტიდან გაწეული ფინანსები, ამასთან, აკვირდებიან ინფექციის კონტროლსა და მკურნალობის სწორად წარმართვას.

ცნობისთვის, ცნობისთვის, რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯმენტი მთლიანად იცვლება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ლევან გოფოძემ განუცხადა, მან თანამდებობა დღეიდან, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თანამდებობას ლიანა ჭუმბურიძე დაიკავებს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img