ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური წარმოების ვაქცინა „სინოვაკს“ საგანგებო გამოყენებისთვის ავტორიზაცია მიანიჭა.
“ჯანმომ Sinovac-CoronaVac-ის ვაქცინა საგანგებო გამოყენებისთვის დაუშვა და ქვეყნებს, ფონდებსა და შესყიდვების სააგენტოებს არწმუნებს, რომ აღნიშნული ვაქცინა უსაფრთხოების, ეფექტურობისა და წარმოების საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობს“, – ნათქვამია ჯანმოს განცხადებაში.
ეს მეორე ჩინური ვაქცინაა, რომელსაც ჯანმო-ს ავტორიზაცია აქვს. ამ თვის დასაწყისში ორგანიზაციამ „სინოფარმის“ გამოყენება დაამტკიცა.