23.11.2024

ჯანმო – არსებული ვაქცინების განახლება შეიძლება საჭირო გახდეს

ამჟამინდელ COVID 19-ის ვაქცინებს შესაძლოა განახლება დასჭირდეთ, რათა უზრუნველყონ ეფექტიანობა „ომიკრონის“ და კორონავირუსის მომავალი ვარიანტების წინააღმდეგ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ჯგუფმა  განაცხადა.

ტექნიკური ჯგუფი, რომელიც შედგება დამოუკიდებელი ექსპერტებისგან, ამბობს, რომ განიხილავს ვაქცინაციის შემადგენლობის ცვლილებას.

„ამჟამინდელი COVID 19-ის ვაქცინების განახლება შეიძლება საჭირო გახდეს, რათა ვაქცინებმა კვლავ უზრუნველყონ ჯანმოს მიერ რეკომენდებული დონის დაცვა. COVID 19-ის ვაქცინებმა უნდა გამოიწვიონ იმუნური პასუხი, რომელიც არის ფართო, ძლიერი და გრძელვადიანი, რათა შემცირდეს გამაძლიერებელი დოზების საჭიროება“, – აღნიშნა ტექნიკურმა ორგანომ, რომელსაც ევალება რეკომენდაციების მიცემა WHO-სთვის.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img