25.11.2024

ჯანმო – გადაუდებელი ზომების მიღების გარეშე 2022 წლის მარტამდე ევროპაში კორონავირუსით, შესაძლოა, კიდევ 500 000 ადამიანი გარდაიცვალოს

გადაუდებელი ზომების მიღების გარეშე 2022 წლის მარტამდე ევროპაში კორონავირუსით, შესაძლოა, კიდევ 500 000 ადამიანი გარდაიცვალოს – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგე BBC-სთან საუბრისას ამბობს.

კლუგეს თქმით, ვირუსის სწრაფ გავრცელებას რამდენიმე ფაქტორი უწყობს ხელს. კერძოდ – ზამთრის სეზონი, რეგიონში, უფრო გადამდები დელტა ვარიანტის არსებობა და მოსახლეობის არასრულად ვაქცინირება. ჯანმოს რეგიონულმა დირექტორმა ვაქცინაციის პროცესი გააქტიურებაზე, ჯანდაცვის ზომების შემოღებაზე და ახალი სამკურნალო საშუალებების საჭიროებაზე ისაუბრა.

“Covid-19 კიდევ ერთხელ გახდა ჩვენს რეგიონში სიკვდილიანობის პირველი მიზეზი.” – თქვა კლუგემ და აღნიშნა, რომ ვირუსთან ბრძოლისთვის რისი გაკეთებაა საჭირო, ცნობილია.

კლუგე მიიჩნევს, რომ სავალდებულო ვაქცინაცია უკანასკნელი საშუალება უნდა იყოს, მაგრამ დროა საკითხის სამართლებრივი და სამოქალაქო განხილვა დაიწყოს.

“სავალდებულო ვაქცინაციამდე არსებობს სხვა საშუალებები, როგორიცაა კოვიდ-სერტიფიკატები. ეს არ არის თავისუფლების შეზღუდვა, ეს არის ინდივიდუალური თავისუფლების დაცვის საშუალება” – თქვა კრუგემ.

ევროპის ქვეყნებში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის ფონზე სხვადასხვა ქვეყნებში შეზღუდვების გამკაცრება დაიწყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ევროპაში Covid-19-ის გავრცელებით შეშფოთებულია.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img