23.11.2024

ჯანმო – იმ ქვეყნებმა, სადაც მოსახლეობის 40%-ზე მეტი უკვე აცრილია, ვაქცინები არ უნდა მიიღონ

იმ ქვეყნებმა, სადაც მოსახლეობის 40%-ზე მეტი უკვე აცრილია, ვაქცინები არ უნდა მიიღონ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

„ვიდრე COVAX-ის პლატფორმას არ ექნება ვაქცინები, რომელიც მას სხვა ქვეყნების დასახმარებლად სჭირდება, იმ ქვეყნებმა, სადაც მოსახლეობის 40%-ზე მეტი უკვე აცრილია, ვაქცინები არ უნდა მიიღონ“, – აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გამაძლიერებელი დოზები მხოლოდ დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებს უნდა დაუნიშნონ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img