24.11.2024

ჯანმო – „ომიკრონს“ შეუძლია კორონავირუსის უფრო საშიში ვარიანტები შექმნას

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საზოგადოებას აფრთხილებს, რომ „ომიკრონის“ შემთხვევების ზრდამ მთელ მსოფლიოში შეიძლება გაზარდოს Covid 19-ის ახალი, უფრო საშიში ვარიანტის გაჩენის რისკი.

მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი“  მთელ მსოფლიოში სწრაფად ვრცელდება, როგორც ჩანს, ის ნაკლებად პათოგენურია, (შეისწავლის პათოლოგიური პროცესისა და ავადმყოფობის აღმოცენების, განვითარების, მიმდინარეობისა და გამოსავლის მექანიზმებს) ვიდრე თავდაპირველად შიშობდნენ და გააჩინა იმედები, რომ პანდემია შეიძლება დაასრულოს.

კეტრინ სმოლვუდი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ინფექციის მაჩვენებლების მკვეთრ ზრდას შეიძლება ჰქონდეს საპირისპირო ეფექტი.

„რაც უფრო მეტად ვრცელდება „ომიკრონი“, მით უფრო მეტია ახალი მუტაციების წარმოშობის ალბათობა. „ომიკრონსაც“ შეუძლია გამოიწვიოს სიკვდილი შესაძლოა დელტაზე ცოტათი ნაკლები, თუმცა, არ ვიცით რა შეიძლება გამოიწვიოს შემდეგმა ვარიანტმა“, – აღნიშნავს კეტრინ სმოლვუდი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ევროპაში კორონავირუსის 100 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

„ჩვენ ვართ ძალიან სახიფათო ფაზაში, ინფიცირების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად იზრდება დასავლეთ ევროპაში და ამის რეალური გავლენა ჯერ არ არის ნათელი. მიუხედავად იმისა, რომ ჰოსპიტალიზაციის რისკი „ომიკრონის დროს ნაკლებია, ვიდრე დელტას დროს, საერთო ჯამში „ომიკრონს“ შეუძლია უფრო დიდი საფრთხე შექმნას შემთხვევების რაოდენობის გამო“, – აღნიშნავს  სმოლვუდი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img