ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო გამოყენებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალი ვაქცინა CovavaxTM დაამტკიცა.
ახალ ვაქცინას, ამერიკული კომპანია Novavax და ინდოეთის შრატის ინსტიტუტი აწარმოებენ. CovavaxTM, არის მეცხრე, რომელსაც მიენიჭა გადაუდებელი გამოყენების ნებართვა გაეროს ჯანდაცვის სააგენტოსგან.
CovavaxTM – ეს არის ცილოვანი ვაქცინა, რომელიც შეიცავს SARS-CoV-2-ის ცილის მოდიფიცირებულ გენს. ის შექმნილია იმავე ტექნოლოგიით, რომლებითაც ვაქცინების სხვა სახეობებია შექმნილი.
აღნიშნული ვაქცინა, მსოფლიოს ყველა ქვეყანას მიეწოდება. ვაქცინამ გაიარა ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის ტესტი.
ჯერჯერობით, უცნობია, რა რაოდენობის ვაქცინის მიწოდებას შეძლებს კომპანია და როდისთვის.
გასულ ზაფხულს Novavax-მა განაცხადა, რომ აშშ-სა და მექსიკაში 30 000 ადამიანზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინა იყო უსაფრთხო და 90% ეფექტური წინა ვარიანტების სიმპტომური ინფექციის წინააღმდეგ.