ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს არ დაუფიქსირებია ჩინეთიდან რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის გადაცემის ფაქტი, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გასულ პარასკევს ესაუბრა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს.
„წინასწარ პროგნოზს ვერ გავაკეთებ. რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ჩვენ არ გვინახავს ამ შეხვედრების შემდეგ, სამხედრო აღჭურვილობის გადაცემის ფაქტი. თუმცა ამ საკითხს, ყურადღებით ვაკვირდებით. პრეზიდენტმა ძალიან ნათლად დააფიქსირა სი ძინპინთან საუბრისას ამერიკის პოზიცია და ის შედეგები, რაც სამხედრო აღჭურვილობის გადაცემას მოჰყვება და ვფიქრობ, მათ შედეგები ძალიან კარგად ესმით“, – განაცხადა სალივანმა.