22.11.2024

ჯეიმს აპატურაი საქართველოშია

ჯეიმს აპატურაი საქართველოში ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში, დღეს აპატურაი საქართველოს პარლამენტში ახალ ამპლუაში წარდგება.

ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების მიმართულებით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს ინფორმაციას წარუდგენს ნატოს თანამშრომლობაზე საქართველოსთან კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სფეროში.

„მე გენმდივნის სპეციალური წარმომადგენელი არ ვარ, მაგრამ საქართველოში სხვა ამოცანებითა და სტატუსით ისევ ჩამოვედი. ომმა ევროპაში უსაფრთხოების გარემოება დრამატულად შეცვალა. ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბოლო მინისტერიალზე გადაწყვიტეს დახმარება გაზარდონ იმ ქვეყნების, რომლებიც რუსეთიდან საფრთხის ქვეშ არიან. საუბარია ნატოს არაწევრ ქვეყნებზე. მე ჩემი ახალი სტატუსით აქტიურად ვარ ჩართული ამ პროცესებში საქართველოს დასახმარებლად, ისეთ თემებზე, როგორიც არის კიბერუსაფრთხოება, რომელიც უმნიშვნელოვანესი თემაა. მე აქ ვარ იმისთვის, რომ ვიმსჯელო საქართველოს მთავრობასთან, პარლამენტთან, განვიხილო ახალი წინადადებები და ინიციატივები. მექნება შეხვედრები თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებში. ომმა გვანახა, რომ საჭიროა კიბერუსაფრთხოების გაძლიერება, საქართველოს შესაძლებლობების. ასევე, ბევრი რამ შეგვიძლია გავაკეთოთ არსებითი პაკეტის შესაძლებლობების გამოყენებით“,- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ ტელეკომპანია “იმედდთან”.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img