“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლას ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” გამოეხმაურა.
“ქართული ოცნების” გადაწყვეტილება, გავიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან, მთავრობის პასუხისმგებლობის მოხსნაა და როგორც ჩანს, მიანიშნებს იმაზე, რომ პარტიას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს და არა მთელი ქვეყნის. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს”