ამერიკა საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დოზებს გამოუყოფს, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„გიზიარებთ კარგ ახალ ამბავს. თეთრმა სახლმა სულ ახლახან დაადასტურა და განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის, საქართველოს გამოუყოს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინები“, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.