აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინის ქალაქ ბუჩაში რუსი ოკუპანტების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტვას გამოეხმაურა და ვლადიმირ პუტინს კიდევ ერთხელ უწოდა ომის დამნაშავე. ბაიდენის თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რუსეთის პრეზიდენტი ომის დანაშაულისთვის უმკაცრესად დაისაჯოს.
“ალბათ გახსოვთ, მე გამაკრიტიკეს იმისთვის, რომ პუტინს ომის დამნაშავე ვუწოდე. სიმართლე კი ისაა, რომ საკუთარი თვალით იხილეთ, რაც მოხდა ბუჩაში. ეს პუტინის წინააღმდეგ მტკიცებულებაა, ის ნამდვილად ომის დამნაშავეა. მაგრამ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ინფორმაციის შეგროვება. ასევე, უნდა განვაგრძოთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, რომელიც მათ ბრძოლის გასაგრძელებლად სჭირდებათ. უნდა მივიღოთ ყველა დეტალი, რათა ამ საქმეზე ომის დანაშაულის სასამართლო გაიმართოს. პუტინი სასტიკია და რაც ბუჩაში ხდება, აღმაშფოთებელია და ეს ყველამ იხილა. რუსეთის მიმართ დამატებითი სანქციების დაწესებაზე ვფიქრობ”. – ამბობს ჯო ბაიდენი.