ამ წუთებში, მსოფლიო მედიისა და საზოგადოების ყურადღება ჟენევისკენაა მიპყრობილი. ჟენევაში აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო.
ყოველთვის სჯობს პირისპირ შეხვედრის გამართვა, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუს კოლეგასთან შეხვედრის დაწყებისას.
ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ შეეცდება განსაზღვროს, თუ სად შეუძლიათ რუსეთსა და ამერიკას თანამშრომლობა. ამერიკის პრეზიდენტმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ შესაძლებელი იქნება პროგნოზირებადი და რაციონალური ჩარჩოს დადგენა იმ შემთხვევებისთვის, როდესაც აშშ-ისა და რუსეთის ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა.
რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკელ კოლეგას მადლობა გადაუხადა აღნიშნული შეხვედრის გამართვისთვის. ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ ორმხრივ ურთიერთობებში ბევრი პრობლემა დაგროვდა.