ჯონი დეპსა და ამბერ ჰერდს შორის სასამართლო დავა ჯონი დეპის გამარჯვებით დასრულდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით ჰერდის მხარემ დეპს რეპუტაციული ზიანისთვის 15 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს.
ნაფიცმა მსაჯულებმა დეპს საჩივარის ყველა პუნქტი არ დაუკმაყოფილეს. ადვოკატების გუნდი ჰერდს თაღლითობაში ადანაშაულებდა, მსაჯულებმა ბრალდება უსაფუძვლოდ მიიჩნიეს. თავის მხრივ კომპენსაციის სახით დეპის მხარე ჰერდს 2 მილიონ დოლარს გადაუხდის.
ვერდიქტის გამოტანას დაესწრო ამბერ ჰერდი, თუმცა დარბაზში არ იმყოფებოდა ჯონი დეპი, მსახიობი ამჟამად ინგლისში იმყოფება.
“იმედგაცრუება, რომელსაც ახლა განვიცდი ენითაღუწერელია. გულნატკენი ვარ, როგორც ჩანს, მტკიცებულებების მთელ დასტაზე უფრო ძლიერი, ჩემი ყოფილი ქმრის ძალაუფლება და გავლენა აღმოჩნდა”. – ამბობს ამბერ ჰერდი.
ყოფილ ცოლ-ქმარს შორის დაპირისპირება 2018 წელს დაიწყო, როდესაც ამბერ ჰერდმა, გამოცემა Washington Post-ში ოპ-ედი გამოაქვეყნა, რომელშიც დეპი ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. მოგვიანებით ბრიტანულმა ტაბლოიდმა The Sun, ჰერდის ოპ-ედზე დაყრდნობით დეპს ერთ-ერთ სტატიაში “ცოლის მცემელი” უწოდა. დეპმა პირველ რიგში The Sun-ს უჩივლა, მაგრამ სასამართლო დავა მტკიცებულებების სიმცირის გამო წააგო. მეორე სასამართლო პროცესი, უშუალოდ ყოფილი ცოლის წინააღმდეგ 2022 წლის 11 აპრილს დაიწყო.
წყარო: BBC