თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, არ არის გონივრული, საქართველო შეუერთდეს იმ სანქციებს, რომელიც აგრესორზე ეფექტს არ მოახდენს. ამ კომენტარით თავდაცვის მინისტრი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გამოეხმაურა, რომელმაც გუშნ განაცხადა, რომ “არ ესმის, რატომ არ დააწესა საქართველოს მთავრობამ სანქციები”.
ბურჭულაძის თქმით, “საქართველო ყველა კრიტიკულ სანქციას შეუერთდა”.
“ფორმულირება, რომ საქართველო სანქციებს არ უერთდება, არ არის სწორი. ყველა კრიტიკულ სანქციას საქართველო შეუერთდა, ეს იქნება გაერო, ევროსაბჭო თუ კიდევ სხვა სანქცია და იმ სანქციებს, რაც არანაირი ეფექტს არ მოახდენს აგრესორზე და მხოლოდ დაიჩაგრება ჩვენი მოსახლეობა, რა თქმა უნდა, არ არის გონივრული რომ ჩვენ შევუერთდეთ”, – თქვა მინისტრმა.