23.11.2024

ჯულიან სმითი – ნატო-ს ღია კარის არსებული პოლიტიკის შესახებ მოლაპარაკებები არ იქნება

2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატო-ს მოკავშირეებმა გააკეთეს ძალიან მტკიცე განცხადება ნატო-ს ღია კარის შესახებ და კონკრეტულად ისაუბრეს ალიანსის გაფართოებაზე საქართველოსა და უკრაინის მიმართულებით, – ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ელჩმა ჯულიან სმითმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას, რას უპასუხებს ალიანსი, რუსეთს, რომელიც მოითხოვს, ნატო-მ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება შეცვალოს.

ამერიკელი დიპლომატის თქმით, ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის საკითხი მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება.

„რაც შეეხება კამათს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის შესახებ, ის განწირულია წარუმატებლობისთვის. მსურს დავადასტურო, რომ ნატო-ს ღია კარის არსებული პოლიტიკის შესახებ მოლაპარაკებები არ იქნება“,- განაცხადა ჯულიან სმითმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img