22.11.2024

კახა კალაძე – მაჰათმა განდის ძეგლი დაზიანებულია, ძეგლს მოჰპარეს სათვალე, არ ვიცი, რა უნდა ვთქვა ამაზე

ვარკეთილში მდებარე სკვერში, ინდოეთის სახელმწიფო მოღვაწის მაჰათმა განდის ძეგლი დააზიანეს. ამის შესახებ თბილისის მერმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, ძეგლს რომელიც 10 ივლისს დაიდგა სათვალე მოხსნეს.

“სამწუხაროდ, ამჯერად პრობლემა უნდა გაგიზიაროთ, რომელიც პირდაპირ კავშირშია დედაქალაქში განხორციელებულ პროექტებთან და საკმაოდ აზარალებს ქალაქს, მის ინფრასტრუქტურას. მხედველობაში მაქვს ვანდალიზმის ფაქტები.

ის, რასაც ვაკეთებთ, ეს იქნება ახალი სკვერები, პარკები, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები კეთდება ისევ და ისევ ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის, ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის. ნამდვილად გულდასაწყვეტია, როდესაც ვხვდებით ასეთ ფაქტებს და საკმაოდ მრავლად.

როგორც იცით, 10 ივლისს, ვარკეთილში მდებარე სკვერში, ინდოეთის სახელმწიფო მოღვაწის, მაჰათმა განდის ძეგლი გაიხსნა. სამწუხაროდ, ძეგლი უკვე დაზიანებულია, კერძოდ, მოხსნილია სათვალე. ძეგლს მოპარეს სათვალე, არ ვიცი, რა უნდა ვთქვა ამაზე. რა თქმა უნდა, არის სხვა ფაქტებიც და ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. რთულია მისცე ამ ყველაფერს შეფასება. კიდევ უფრო ძნელია იმის გააზრება, რომ ხშირად ვანდალიზმის ჩამდენი პირები არიან მოზარდები და მათ აგრესიულ ქცევას, ვანდალიზმს მშვიდად ადევნებენ თვალს უფროსები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img