ალბათ, აუცილებელია გაჟღერდეს ყველაფერი, თუ როგორ მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის ყოველდღიურობა,- კარგი იქნება შესაბამის სამსახურს მივმართოთ, გამოამჟღავნოს და გამოაქვეყნოს ყველაფერი – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ყოფიი პრეზედენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმებმა უნდა შეაფასონ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფო მზად არის მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი მომსახურება გაუწიოს.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია რას იტყვიან დარგის სპეციალისტები და რა შეფასებას გააკეთებენ. პენიტენციური დაწესებულების კლინიკა ყველანაირად მზად არის პატიმარს მომსახურება გაუწიოს, თუ მას ამის საჭიროება და აუცილებლობა ექნება.
როდესაც მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციის გავრცელება ხდება, მე რომ ვიყო პენიტენციური სამსახურის ადგილას, მესმის, რომ პირადი ინფორმაციაა და არ აქვთ ამის უფლება, მაგრამ იმისთვის, რომ მათ მხარდამჭერებში შემოვიტანოთ სიცხადე და სიმშვიდე, ალბათ, აუცილებელია გაჟღერდეს ყველაფერი, თუ როგორ მიმდინარეობს მისი ყოველდღიურობა. კარგი იქნება, მივმართოთ შესაბამის სამსახურს, გამოამჟღავნოს და გამოაქვეყნოს ყველაფერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.