თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნას ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ექნება თავისუფლება მას შემდეგ, რაც სასჯელს მოიხდის.
“კონკრეტული დანაშაული აქვს ჩადენილი. მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს ნამდვილად არ მიხარია ვინმეს დაკავება, არ მიხარია ვინმეს ციხეში გამოკეტვა, ისე როგორც არ მიხაროდა კონკრეტული ოჯახების გაუბედურება, არ მიხაროდა კონკრეტული ახალგაზრდების მკვლელობები, არ მიხაროდა 26 მაისს სახურავზე შემოყრილი გარდაცვლილი ადამიანების გვამები. რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან მძიმე.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სააკაშვილი იმყოფება იქ, სადაც უნდა იმყოფებოდეს და ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ – „თავისუფლება მიშას“. მიშას აუცილებლად ექნება თავისუფლება, მას შემდეგ, რაც მოიხდის სასჯელს“, – განაცხადა კახა კალაძემ.