24.11.2024

კახა კალაძე – თბილისში წყალმომარაგება სერიოზული პრობლემაა – კომპანია „ჯივიპის” არსებული ქსელი კრიტიკას ვერ უძლებს, უმძიმეს მდგომარეობაშია

თბილისში წყალმომარაგება სერიოზული პრობლემაა – კომპანია „ჯივიპის” არსებული ქსელი კრიტიკას ვერ უძლებს, უმძიმეს მდგომარეობაშია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობაზე ძირეული ცვლილებები თბილისის შექმნის შემდეგ არ განხორციელებულა და იმ ტერიტორიებზე, სადაც მერია ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს, მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა ხდება.

კალაძის განცხადებით, ამასთან, კომპანია „ჯივიპის” ვალდებულება აქვს, რომ წყალმომარაგების კუთხით არსებული მდგომარეობა გამოასწოროს.

„ძალიან ხშირია ავარიები. შეიძლება, კონკრეტულ ქუჩებზე, კონკრეტულ უბნებში ავარიები ყოველდღიურადაც ხდება. მიუხედავად იმისა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება, იმდენად მასშტაბურია ავარია, რომ კრიტიკას ვერ უძლებს. შესაბამისად, ისიც შემთხვევითი არ არის, რომ როდესაც ჩვენ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვახორციელებთ, ყველგან პირველი რასაც ვაკეთებთ ეს არის მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, იმიტომ, რომ წინა წლების განმავლობაში კომპანიას ამ ყველაფრის მოწესრიგებაზე ყურადღება არ მიუქცევია. ეს არის თბილისის შექმნიდან არსებული კომუნიკაციები, რომელიც არ შეცვლილა. შეიძლება ფრაგმენტული ცვლილებები ხორციელდებოდა, თუმცა ძირეული ცვლილებები არსად განხორციელებულა. შესაბამისად, ნაწილობრივად, იქ სადაც მერია ინფრასტრუქტურული სამუშაოებით შედის, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, მოვაწესრიგებთ და რა თქმა უნდა, კომპანიას აქვს ვალდებულება, რეაგირება მოახდინოს და არსებული მდგომარეობა გამოასწოროს,” – განაცხადა კალაძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img