22.11.2024

კახა კუჭავა საპარლამენტო მანდატსაც ტოვებს

კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტთან ერთად, საპარლამენტო მანდატსაც ტოვებს და პარლამენტიდან მიდის.

როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, ის პარლამენტს ტოვებს, თუმცა რჩება გუნდში – პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში და იმუშავებს პროექტზე.

“საკითხი განხილული იყო როგორც პოლიტსაბჭოს, ასევე უმრავლესობის სხდომაზე. კახა კუჭავამ ახსნა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების მიზეზები. მე და ჩემი კოლეგები მეტ-ნაკლებად საქმის კურსში ვართ იმ დიდ პროექტთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც კახას აქვს თავისი სურვილები და მოსაზრებები. ის რჩება გუნდში, პოლიტსაბჭოში, თანამდებობაზე პარტიაში და გაუძღვება მიმართულებას, რასაც მალე გაიგებს საზოგადოება. მან როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ საკუთარ საქმიანობას ალღო ძალიან კარგად აუღო და თავისუფლად შეიძლება ვთქვათ, რომ პარლამენტის ერთ-ერთი წარმატებული თავმჯდომარეა”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img