22.11.2024

კახა კუჭავა – შორს არსად მივდივარ, ვრჩები პოლიტსაბჭოში, ვრჩები ჩემს გუნდთან ერთად

მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო სპიკერის თანამდებობა. რა თქმა უნდა, ეს არ არის 2-3 დღის გადაწყვეტილება. დაახლოებით თვე არის, გუნდთან ერთად, ამ საკითხზე მქონდა საუბარი – შორს არსად არ მივდივარ, ვრჩები პოლიტსაბჭოში, ვრჩები ჩემს გუნდთან ერთად, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, წამოიწყეს პროექტი, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს და ამის შესახებ მეტი დეტალი შემდეგ გახდება ცნობილი.

„როგორც გაიგეთ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო სპიკერის თანამდებობა. რა თქმა უნდა, ეს არ არის 2-3 დღის გადაწყვეტილება. დაახლოებით თვე არის, გუნდთან ერთად, ამ საკითხზე მქონდა საუბარი. შორს არსად არ მივდივარ, ვრჩები პოლიტსაბჭოში, ვრჩები ჩემს გუნდთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვანია პროექტი, რომელიც ირაკლიმ ახსენა, თუმცა, დეტალებზე აქ არ ვისაუბრებთ, რადგან მომავალ თქვენ გაიგებთ უფრო მეტ დეტალს ამ პროექტის მიმართულებასთან დაკავშირებით, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებ. ეს რა თქმა უნდა, დამატებით ახსნის ყველა იმ მიზეზს, რომელიც დღეს არ შეგვიძლია ბოლომდე ვთქვათ ამ საკითხთან დაკავშირებით.

ყოველთვის ვამბობდი და იგივე გავიმეორებ – პარლამენტი არის ის ერთადერთი ადგილი, სადაც უნდა ხდებოდეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღება. არ იყო მარტივი პერიოდი, რომელიც გავიარეთ. მე შევეცადე ვყოფილიყავი ყველას თავმჯდომარე, ვთვლი, რომ დიდწილად შევძელი ამის გაკეთება.

მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ თანამშრომელს მათი პროფესიონალიზმისთვის, რომელსაც ყოველ დღე ახორციელებენ პარლამენტში. რა თქმა უნდა, მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა, ლიდერშიპს ირაკლი კობახიძეს პირადად და მთლიანად გუნდს, რომელმაც ნდობა გამომიცხადა. ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო ეს ტვირთი მეტარებინა. ბევრი ძალიან საინტერესო ახალი პროექტი დავიწყეთ, რომელსაც დარწმუნებული ვარ, შალვა პაპუაშვილი ძალიან წარმატებით დაასრულებს და ბევრ სიახლესაც შემოგთავაზებთ. ის ჩემი კოლეგაა, ჩემი მეგობარია. მინდა წარმატება ვუსურვო და დარწმუნებული ვარ, ამ წარმატებით მთლიანად იზეიმებს გუნდი და საქართველოც“, – განაცხადა კუჭავამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img